English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ზურაბ გარაყანიძე
შიმშილი - ქართული სახელმწიფოს ფარული საფრთხე

რეზიუმე

სტატიაში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების ისეთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფის მაჩვენებლები. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში არ არსებობს ერთიანი შეხედულება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ისეთი ბერკეტის გამოყენებაზე, როგორიცაა ადგილობრივ საქონელმწარმოებელთა დაცვა. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ცდილობს, ყბადაღებული პროტექციონისტული ბარიერების ნაცვლად, გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების მოქნილი სისტემა სამამულო საქონელმწარმოებელთა წარმოებული სურსათის საზოგადოებრივი დაწესებულებების მიერ გარანტირებულად შესყიდვების წასახალისებლად. სტატიაში ასეთი სისტემებია განხილული.

საკვანძოსიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სასურსათო კალათა.  

შესავალი

საქართველოში 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში. აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო... საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს... უკიდურესად მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში... ასევე მაღალია იმ ბავშთა რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სკოლამდელ განათლებაზე [ჯელაძე ლ., 2014].

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, გარემოს დაცვის, ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, მიეკუთვნება მსოფლიოს გლობალურ პრობლემათა რიცხვს, რომელთა გადაჭრაზე ბევრადაა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი [Римская декларация, 2012].

სულ უფრო მეტი მეცნიერი, პრაქტიკოსი მუშაკი და პოლიტიკური მოღვაწე თვლის, რომ მალე სასურსათო პრობლემა საერთაშორისო კრიზისამდე მიგვიყვანს და, ექსპერტების აზრით, სურსათზე მოთხოვნის ზრდა განპირობებული იქნება ორი გარემოებით: დედამიწის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდითა და ყველა ქვეყნის მისწრაფებით, რათა გაზარდოს თავისი მოსახლეობის კვების კალორიულობა და ხარისხი. გაანგარიშების თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2030 წლისათვის მიაღწევს 8,9 მლრდს. სხვადასხვა ქვეყნებს შორის კვების ხარისხისა და კალორიულობას შორის განსხვავების ლიკვიდაცია ასევე იქნება სურათზე მოთხოვნის ზრდის მძლავრი ფაქტორი. ექსპერტების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, თუ ამოსავალ პუნქტად მხოლოდ პლანეტის მოსახლეობის აღნიშნულ ზრდასა და კვების თანამედროვე ნორმებს მივიჩნევთ, მაშინ მარცვლეულის დეფიციტი 2030 წლისათვის იქნება 526 მლნ ტონა, ხორცის - 40 მლნ ტონა, ზღვის პროდუქტების - 68 მლნ ტონა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის, FAO-ს ხელმძღვანელი ჟაკ დიუფი თვლიდა, რომ თუკი არ მოხდება ტექნოლოგიური გარღვევა სურსათის წარმოებასა და ნიადაგის ნაყოფიერებაში, XXI საუკუნის პირველივე ნახევარში უკვე შეიძლება დაიწყოს უმძლავრესი სასურსათო კრიზისი.

აღნიშნულ სფეროში სიტუაციის მოსალოდნელ გართულებასთან დაკავშირებით  შესაძლებელია ცალკეულ ქვეყნებში გადაისინჯოს ეროვნული სტრატეგია. განვითარებული ქვეყნების ერთი ნაწილი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მათ გადახედეს ადრინდელ შეხედულებებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის შესახებ.

ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ საერთაშორისო პრაქტიკაში შემოღებულია  XX ს. 70-იანი წლებიდან, მარცვლეულის ღრმა კრიზისის შემდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის - FAO-ს ეგიდით შექმნილია საერთაშორისო სასურსათო უსფრთოხების მუდმივმოქმედი კომიტეტი.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებს დიდი ყურადღება ექცევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აღნიშნული საკითხები მთავრობების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია და, ამ საკითხებიდან გამომდინარე, ისინი აყალიბებენ იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრას [კორდონიე კ., 2010; ვოლკჰარტი ვ., 2008].

ამჟამად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკუთარი საკანონმდებლო ბაზა. ასე მაგალითად, აშშ-ში კანონს „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ აქვს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია. გერმანიაში ჯერ კიდევ 1955 წელს მიიღეს კანონი „გერმანიის სოფლის მეურნეობის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სასურსათო მომარაგების პრობლემა განიხილოს როგორც სტრატეგიული ამოცანა, აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს სასურსათო ფონდების ფორმირება, გამოიყენოს ეკონომიკური სტიმულირებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების მთელი კომპლექსი და არ დატოვოს სასურსათო პრობლემა მესამე ქვეყნებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში.

სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაცია განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ განვითარებაში აქტიური ჩარევის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო საქონლის მწარმოებლების მიმართ თანადგომის გზით. სახელმწიფოს მხრივ მხარდაჭერას მრავალასპექტიანი ხასიათი აქვს. ესაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ფასების რეგულირება, აგრარული წარმოებისთვის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე კვოტის დაწესება, საქონელმწარმოებელთა დაცვა საზღვარგარეთიდან უფრო იაფი სურსათით ინტერვენციისგან, სოციალური პროგრამების დაფინანსება და ა.შ. დასავლეთის ბევრი მთავრობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარს არეგულირებს სათესი ფართობების დაგეგმვის, სახელმწიფოს მიერ საქონლის ნამატის შენახვისა და შემდგომი რეალიზაციის გზით, ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგარეო ბაზრების გაფართოებას, უზრუნველყოფს მისი ხარისხის კონტროლს, ატარებს ბუნების დაცვის ღონისძიებებს და ა.შ.

სასურსათო უსაფრთხოების არსი

საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხი გასული საუკუნის 70-იან წლებამდე არ წამოწეულა. ბუნებრივია, ამ პრობლემის ირგვლივ სამეცნიერო კვლევაც ამ დრომდე არ მიმდინარეობდა. თანამედროვე პირობებშიც საქართველოში პრაქტიკულად მხოლოდ ბოლო წლებში მიმდინარეობს მუშაობა სასურსათო უსაფრთხოების საკითხების შესწავლაზე, იშვიათია თუმცა მაინც გვხვდება მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ ფუნდამენტური გამოკვლევები [მოდებაძე ნ... 1998; კოღუაშვილი პ. 1999, 2004]. ძალზე სუსტი და ნაკლებ ეფექტიანია ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა.

როდესაც ლაპარაკია უსაფრთხოებაზე, აშკარაა, რომ იგულისხმება გარკვეული საფრთხეები, რომელთა ნეიტრალიზებაც აუცილებელია, უკიდურეს შემთხვევაში უნდა შემცირდეს მათი ნეგატიური ზემოქმედება. სასურსათო უსაფრთხოება, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) თავიდან აცილებას. ამასთან, სურსათის დეფიციტი განიხილება, როგორც ადამიანების ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხე. კაცობრიობის სურსათის ნაკლებობისაგან (უკმარისობისაგან) დაცვა ნიშნავს ადამიანების ფიზიოლოგიურ გადარჩენას. თუმცა, ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად კი არ უნდა არსებობდნენ, არამედ უნდა ქმნიდნენ, სრულყოფდნენ გარემოსაც და საკუთარ თავსაც.

სურსათის დეფიციტი ნიშნავს სურსათის მოხმარების დეფიციტს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) საფრთხის ლიკვიდაცია განიმარტება უფრო ფართოდ, ვიდრე უბრალოდ ფიზიოლოგიური გადარჩენა. სურსათის მოხმარება უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების (სიცოცხლისუნარიანობის) აქტიურ და ჯანსაღ შესაძლებლობას. ამრიგად, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა (პირობაა) სურსათის მოხმარების ისეთი საკმარისობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას.

სურსათის საკმარისობა არის ის ძირითადი დებულება, რომელიც გვხვდება საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების არსებულ განმარტებებში. თუმცა, საკმარისობა განიმარტება ზოგადად და იგი ფოკუსირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ერთ სახეობაზე - მარცვლეულზე, რომლის არსებობა (საკმარისობა), სპეციალისტების აზრით, უზრუნველყოფს მსოფლიოში სასურსათო მდგომარეობის სიმყარეს და ქმნის გარანტიებს საგანგებო მდგომარეობების შემთხვევაში. ამასთან, უსაფრთხოდ ითვლება გარდამავალი მარაგების ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს მარცვლეულის მოხმარების 60 დღეს, ანუ მთელი მოხმარების 17%-ს.

ცალკეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხასიათდება სიმწვავის სხვადასხვა ხარისხით, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარების სხვადასხვა დონით, წარმოებითი ურთიერთობებით, კლიმატურ-ნიადაგური პირობებითა და ა.შ. აშკარაა, რომ ყოველი ქვეყნის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს წინაშე, დგას სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) საფრთხის ნეიტრალიზაციის ამოცანა. ამ მხრივ, ცალკეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უკავშირდება საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ძირითად პირობებს. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების განმსაზღვრელ მოთხოვნას როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო დონეზე, წარმოადგენს სურსათის საჭირო რაოდენობით სტაბილური უზრუნველყოფა. ესაა ფიზიოლოგიური სასურსათო უსაფრთხოება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სურსათით დიდი რაოდენობით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არასაკმარისია. ადამიანის სიცოცხლის დაცვის (პროდუქტიული საკვებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით), მისი სრულფასოვანი ფიზიოლოგიური არსებობის პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეული იქნება ამ დაცვის ბოლო სტადია - მოხმარება. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ მოითხოვს ისეთი ეკონომიური პირობების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ისეთი დონის მიღწევას, სურსათზე ისეთი ფასების არსებობას და ა.შ., როცა შესაძლებელი გახდება მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობა.

ამრიგად, ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხისგან დაცვა, ამ საფრთხეთა შემცირება და ნეიტრალიზება შესაძლებელი გახდება სურსათით საკმარის დონეზე უზრუნველყოფის გზით, აგრეთვე მასზე ხელმისაწვდომობის პირობების შექმნით. სწორედ ეს ორი მთავარი დებულება - საკმარისობა და ხელმისაწვდომობაა დაფიქსირებული საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში სასურსათო უსაფრთხოების განმარტებისას. სასურსათო უსაფრთხოება ხასიათდება, როგორც ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეყნის ყველა მცხოვრებს გარანტირებულად ხელეწიფება ნებისმიერ დროს მიიღოს სურსათი იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

ჩვენი აზრით, სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოება უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ. ეს დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა იმასთან, რომ სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა სახელმწიფო წარმონაქმნების ფარგლებში „მუშაობს“ აგრეთვე სახელმწიფოს, როგორც ასეთის ამოცანების გადაწყვეტაზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ხაზი გაესვას შემდეგს:

1. ისტორიული განვითარების გამოცდილება ამტკიცებს, რომ ე.წ. „მშიერ ამბოხს“ შეუძლია შეარყიოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთი შეხედვით მყარი საფუძვლები.

2. კაცობრიობის ისტორია, სხვათა შორის, ესაა სახელმწიფოებისა და ხალხების უწყვეტი ბრძოლა თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვისა და მათი რეალიზაციისათვის. თანამედროვე პირობებში ამ ბრძოლის სიმძიმის ცენტრში წარსულში მსოფლიო ომებიდან და ლოკალური კონფლიქტებიდან გადაინაცვლებს ეკონომიკური ურთიერთდაპირისპირებისაკენ, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს აშკარა დაპირისპირებაში.

სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა ბევრად განსაზღვრავს საზოგადოებაში სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, ქმნის სახელმწიფოს თანმიმდევრული ეკონომიკური განვითარების, მისი სიძლიერის და ავტორიტეტის განმტკიცების პირობებს და, საბოლოო ჯამში, ამყარებს სახელმწიფოს პოზიციებს სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში. სხვა სიტყვებით, ხდება სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცება მთლიანად მისი ეკონომიკური და ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს სასურსათო უსაფრთხოების, როგორც ქვეყნის ეროვნული უშიშროების შემადგენელი ნაწილის როლი.

ბუნებრივია, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების აღნიშნული პოზიცია შეიძლება გახდეს ეკონომიკურ მოწინააღმდეგეთა ზემოქმედების ობიექტი. ამას გარდა, სასურსათო პრობლემის საერთაშორისო ხასიათის გამო, სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა ისეთი საერთაშორისო ზეგავლენის ქვეშ არის, როგორებიცაა ფასები მსოფლიო სასურსათო ბაზარზე, რყევები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დონეში, ლოკალური კონფლიქტები და ა.შ. სრულიად რეალურია ისეთი სიტუაცია, როდესაც აღნიშნული ფაქტორების მოქმედებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს სურსათის საკმარისობასა და ხელმისაწვდომობაზე, და, აქედან გამომდინარე, გამოიწვიოს საზოგადოების დესტაბილიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი იქნება იმის მტკიცება, რომ სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა, მართალია, გარკვეულწილად არის სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორები, მაგრამ მხოლოდ მათი ზემოქმედებით არ შეიძლება განვსაზღვროთ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსი და შინაარსი. სასურსათო უსაფრთხოების შინაარსის არსებით შემავსებელს წარმოადგენს დებულება თვითუზრუნველყოფის გარკვეული დონის არსებობისა და, ამის ხარჯზე, სურსათის უზრუნველყოფის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ.

თეზისი თვითუზრუნველყოფის მიღწევის აუცილებლობის შესახებ დეკლარირებულია მთელი რიგი ავტორების მიერ.  ასე მაგალითად,  მეცნიერები რუსეთიდან ს. ძარასოვი და ს. ფილიევი ფიქრობენ, რომ ქვეყანა უნდა უზრუნველყოფდეს კვების პროდუქტებით მიმდინარე და საგანგებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას საკუთარი რესურსების ხარჯზე. ამ დარგის სლოვაკი სპეციალისტების აზრით, რომ სასურსათო უსაფრთხოების ზღვარია სურსათის წარმოების ისეთი დონე, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი რესურსებით რეალური მოთხოვნილებების მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებას. ამავე დროს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისათვის არ არსებობს თვითუზრუნველყოფის დონის ერთიანი კრიტერიუმები. ჩვენი აზრით, აღნიშნული მოთხოვნის კორექტული ფორმულირება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, მისი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბუნებრივკლიმატურ და სხვა პირობებს, აგრეთვე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს როგორც წარმოების, ისე მოსახლეობის კვების სტრუქტურაში.

გარდა სურსათის დეფიციტის საფრთხისა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კვების პროდუქტების დაბინძურება. ასე მაგალითად, გამწვავდა სურსათის მიკროტოქსინებით, განსაკუთრებით ფუზარიტოქსინებით დაბინძურების პრობლემა, რომელიც ხასიათდება მაღალტოქსიკურობით, იმუნოდეპრესიული მოქმედებით და აქვს ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის უნარი. უკანასკნელ წლებში სამჯერ და მეტად გაიზარდა პროდუქციის ნიტრატებითა და მისი დაშლის პროდუქტებით დაბინძურების დონე.

თუ განვაზოგადებთ ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს, მართებულად მიგვაჩნია ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების შემდეგი ფორ-მულირება: სასურსათო უსაფრთხოება - ესაა სახელმწიფოს ეკონომიკისა და მისი შესაბამისი ეკონომიკური ინსტიტუტების უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა სურსათის სტაბილური საკმარისობა და ხელმისაწვდომობა იმპორტისაგან დამოუკიდებლობისა და თვითუზრუნველყოფის გარკვეული დონის პირობებში.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას აქვს აგრეთვე შიგა სახელმწიფოებრივი, რეგიონული ასპექტიც, ანუ მართებულია, განხილულ იქნეს გარკვეული ავტონომიური ან ტერიტორიულ-ადმინისტრაციული წარმონაქმნის სასურსათო უსაფრთხოება, რომლის რეგიონული ასპექტის კვლევა პირველ რიგში მოითხოვს მოცემული პრობლემის ირგვლივ  გადასაჭრელი ამოცანების მკვეთრ გამიჯვნას ცენტრსა და რეგიონებს შორის. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ საკუთარი სასურსათო ბაზის განვითარების, აგროსამრეწველო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირების, სამამულო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების დაცვის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაცვის საერთო-სახელმწიფო პროგრამების საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. საქმიანობის მოცემული სფერო კი ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

რეგიონულ დონეზე გადასაჭრელი ამოცანები დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონის არსებულ და პოტენციურ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უნარს, აგრეთვე საკუთარი სახსრების აკუმულირებისა და გადანაწილების ხარჯზე საჭირო რაოდენობის სურსათის შესყიდვის საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს და ა.შ. ფაქტობრივად, საუბარია საერთო სახელმწიფო მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის წარმოების საქმეში შრომის რეგიონულ დანაწილებაზე. ჩვენი აზრით, როგორც რეგიონის ეკონომიკის გარკვეული მდგომარეობა, მიღწეული სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების საკმარის (სამედიცინო ნორმებით) უზრუნველყოფას საკუთარი წარმოების ან საკუთარი სახსრების ხარჯზე. ეს გულისხმობს პროდუქტების ყიდვას, საკუთარი პროდუქ¬ტების გაცვლას სხვა ქვეყნის ან რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე [Климова Н.В., 2012]. ის მსოფლიო ვაჭრობაში გართულებების არსებობის შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს სურსათის ხელმისაწვდომობის შესაბამის დონეს და სასურსათო მომარაგების შეფერხებების მაქსიმალურად აღმოფხვრას.

სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასების მეთოდური საკითხები

სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასება განაპირობებს მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტების - სურსათის საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის, მისი ეკოლოგიური სისუფთავის, აგრეთვე თვითუზრუნველყოფის დონის დახასიათების აუცილებლობას. ამასთან, ზემოაღნიშნული მახასიათებლების დონის უბრალო გათვლა სასურსათო უსაფრთხოების შეფასებაში აშკარად არასაკმარისია. ცხადია, აუცილებელია არსებობდეს შედარების გარკვეული ბაზა, რომელთან თანაფარდობაშიც შესაძლებელი იქნება გაკეთდეს გარკვეული დასკვნები სასურსათო უსაფრთხოების მიღწეული (არსებული) დონის მიუღებლობის ან საკმარისობის შესახებ. საქმე ეხება ადამიანს ცხოველქმედების ე.წ. „ზღვრულ“ მაჩვენებლებს. მათ შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

- კვების კალორიულობა (ენერგეტიკული ფასეულობა);

- მოხმარებული ძირითადი საკვები ნივთიერებების რაოდენობა (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები);

- პროდუქტების დაბინძურების ხარისხი;

- სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება;

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სამამულო მწარმოებლის დაცვა.

კვებისკალორიულობა (ენერგეტიკულიფასეულობა)

ენერგიის მოხმარების დონის მხრივ გამოყოფენ სიცოცხლისუნარიანობის სამ დონეს:

- ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობა 2500-3500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში;

- არასრულყოფილი სიცოცხლისუნარიანობა 1500-2500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში (ამასთან თვლიან, რომ ამ მაჩვენებლის ქვედა ზღვარი შეესაბამება ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობის ნახევარს);

- კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობა 1000-1500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში.

ზოგიერთი რუსი მეცნიერის მოსაზრებით, შეიძლება გამოიყოს ორი ზღვრული სიდიდე;

- ადამიანის საშუალოსტატისტიკური ნორმალური სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის უზრუნველსაყოფად კვების კალორიულობა უნდა იყოს 2500-3500 კკალ დღეში;

- კვების კალორიულობა ნაკლები ვიდრე 1000-1500 კკალ დღეში, არის სიცოცხლისუნარიანობის კრიტიკული დონე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას [Ефимов А.Б…, 2012].

FAO-ს კლასიფიკაციით, ის პირები, რომლებიც 1520 კკალ-ს იღებენ დღეში, მიეკუთვნებიან მოშიმშილეთა კატეგორიას, ხოლო ისინი, რომლებიც 2150 კკალ-ს იღებენ დღეში, იმ ადამიანების კატეგორიაში არიან, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე იმყოფებიან.

რუსი მეცნიერების მიერ მოყვანილი კვების კალორიულობის ზღვრული მაჩვენებლები, ჩვენი აზრით, ხასიათდება დიდი ამპლიტუდით კალორიულობის ქვედა ზღვარსა და ადამიანის საშუალო კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობის ზედა ზღვარს შორის _ თითქმის 1000 კკალ დღეში, რაც ართულებს კვების ენერგეტიკული ფასეულობის განსაზღვრას. მაგალითად, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკული ფასეულობა - 1500-2000 კკალ დღეში დიაპაზონში? ამ თვალსაზრისით უფრო მისაღებია ფაო-ს კლასიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს კალორიულობის კრიტიკულ დონეს (ზღვრული სიდიდე) დღეში 2150 კკალ რაოდენობით.

ნივთიერებათა ცვლის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის ადამიანს ესაჭიროება ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტებშია თავმოყრილი. სპეციალისტების აზრით, ყველაზე აუცილებელი და შეუცვლელია რძის, ხორცის, პურისა და კარტოფილის, ცხიმების, შაქრის პროდუქტები. პროდუქტების ეს ჯგუფები უზრუნველყოფს კვების 90%-მდე კალორიულობას. აქ შეიძლება გამოვყოთ საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფის ორი ძირითადი სფერო: საკმარისი - 100% და კრიტიკული -50%-ზე ნაკლები.

დაბინძურებული პროდუქტების მოხმარება

კვების პროდუქტებში შეიძლება აკუმულირებული იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთირება მათი მოყვანის (ნედლეულის მიღების) სტადიაზე, აგრეთვე, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის პროცესში. კვების პროდუქტების „დაბინძურების“ წყარო შეიძლება იყოს: ნიადაგი, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც სამრეწველო ცენტრებთან ან ავტომაგისტრალებთან ახლოს მდებარეობს და ა.შ.; მინერალური სასუქები, ძირითადად ფოსფატები, რომლებიც შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, როგორიცაა სტრონციუმი; ნაკელი, რომელშიც შეიძლება იყოს მძიმე ლითონები და ორგანული ტოქსონები; წყალი და ატმოსფერული ჰაერი.

სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება

მოცემული ფაქტორის ზღვრული სიდიდის ზუსტი ფორმულირება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაკავშირებულია:

–  სოფლის მეურნეობის განვითარების პირობების შეფასებასთან;

– იმ პროდუქტების ჩამონათვალის განსაზღვრასთან, რომლებზეც თვითუზრუნველყოფა პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული;

– სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში საერთაშორისო-სავაჭრო კავშირების შეფასებასთან. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გაძნელებულია ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ზოგიერთ პროდუქტზე საკუთარი წარმოების ხარჯზე. თუმცა, ერთი მხრივ, საჭიროა განისაზღვროს პროდუქტების ცალკეული სახეები (ძირითადები), რომელთა წარმოებისთვის არსებობს მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები და მთელი ძალები წარიმართოს ამ პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მისაღწევად. მეორე მხრივ, ისეთი სპეციალიზებული დარგების არსებობა, როგორებიცაა ღვინის და ჩაის წარმოება (მათი განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის პირობებში) იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი ექსპორტის ზრდის კვალობაზე ამონაგები თანხები გამოყენებული იქნება სხვა აუცილებელი სურსათის შესაძენად.

სურსათის წარმოების სექტორში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხასიათის შეფასება უნდა მოიცავდეს იმ ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზს, საიდანაც ხდება სურსათის უმეტესი ნაწილის იმპორტი. აუცილებელია გაირკვეს:

– რამდენადაა ეს ურთიერთობები სტაბილური, ურთიერთხელსაყრელი და როგორია მათი განვითარების პერსპექტივები;

– როგორია სახელმწიფოს პოზიციები (ეკონომიკური და პოლიტიკური) სურსათის ექსპორტიორ ქვეყნებში;

– როგორია იმპორტის სტრუქტურა - ანუ შემოიტანება უფრო მეტად ნედლეული თუ მზა პროდუქცია;

– როგორია სავაჭრო ბალანსი ამ ქვეყნებთან და ა.შ.

ამ პარამეტრების დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალურ ბაზრებზე ფასების ანალიზს. ჩვენი ინფორმაციით, 2014–2015 წლების პერიოდში მსოფლიოს სურსათის ბირჟებზე ფასწარმოქმნა კლების ტენდენციით ხასიათდება. FAO-ს მონაცემებით, სასურსათო ფასების ინდექსი 2015 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან – 19.2 პროცენტით. მაგრამ 2012–2013 წლებში მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლისა და სიმინდის მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს სამომავლოდ არ გამორიცხავს. ეს საქართველომ, როგორც სურსათის იმპორტიორმა ქვეყანამ, უნდა გაითვალისწინოს. მით უფრო, რომ რეგიონის მეზობელი ქვეყნები ამ მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს უკვე ატარებენ. ეს განსაკუთრებით ხორბალს ეხება.

ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში, FAO-ს ექსპერტები ხორბლის მოსავლიანობის მხრივ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მოთხოვნისა და მიწოდების არასახარბიელო თანაფარდობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს თანაფარდობა დღესაც არ არის დაბალანსებული. კერძოდ 2012–2013 წლებში მარცვლეულის მოსავალი შემცირდა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. იმ წლებში რუსეთში გვალვისგან განადგურდა მილიონნახევარი ჰექტარი ნათესი. ამასთან, რუსეთის და უკრაინის მთავრობების მიერ, 2010–2011 წლებისგან განსხვავებით, ექსპორტის შეზღუდვაზე 2013–2014 წლებში უარის თქმამ დადებითი როლი ითამაშა მსოფლიოს მარცვლეულის კონიუნქტურაზე. ამან, მარცვლეულის მიწოდების შეფერხებების მიუხედავად, ამ ბაზრებზე სპეკულაცია შეამცირა.

სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობაში განხორციელებული სახელმწიფო სუბსიდიების მიუხედავად, 2015 წლის განმავლობაში წარმოებული  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი აუტსაიდერია.  ამ მაჩვენებლებით საქართველოს ისეთი მცირემიწიანი ქვეყანაც კი უსწრებს, როგორიც სომხეთია. სულ 29 ათ. კვ. კმ განფელილი სომხეთი თითქმის  ყველა კომპონენტში სჯობნის მასზე თითქმის ორჯერ დიდ საქართველოს. მაგალითად, სომხეთმა 2014 წელს  691 ათ. ტონა კარტოფილი აწარმოა, მაშინ როცა საქართველომ – მხოლოდ 196 ათ. ტონა და ა.შ. ანალოგიური ვითარებაა სხვა კულტურებთან მიმართებაშიც (იხ. ცხრილი 1).

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო ყოველწლიურად 750-800 ათ. ტონა ხორბალს მოიხმარს. სამამულო წარმოება კი ამ მოცულობის მხოლოდ 10-15%-ს აკმაყოფილებს. ჩვენთან 2008-2009 წლებში ხორბლის იმპორტის 75-80% ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა, მაგრამ 2011-2012 წლებში ამ პროდუქციის უმსხვილესი მომწოდებელი უკრაინა გახდა. ამ პერიოდში უკრაინიდან ხორბლის იმპორტი გაიზარდა როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლის ივლისის დასაწყისიდან გაფორმდა შეთანხმებები რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანაზე. სავარაუდოდ, რუსულ ხორბალზე ამ კონტრაქტის გაფორმება გამოწვეული იყო იმით, რომ 2013 წლის 1 ივნისიდან რფ-მ მოხსნა 2011 წელს შემოღებული ემბარგო ხორბლის ექსპორტზე და ამჟამად, უკრაინასთან შედარებით, მისი ხორბალი იაფია. ფასი ტონაზე 385 დოლარიდან 300-320 დოლარამდე დაეცა. თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გაითვალის-წინოს, რომ 2015 წლის 16 აპრილს რუსეთში გამართულ „მარცვლეულის მრგვალ მაგიდაზე“ რუსმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს მარცვლეულის წარმოება 4.6%-ით დაიკლებს გასულ წელთან შედარებით და 100.4 მლნ ტონა იქნება. ამიტომ, ზემოაღნიშნული გაიაფება, თუ გავითვალისწინებთ FAO-ს ნეგატიურ პროგნოზს, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

აღნიშნულის გამო, ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებისათვის, ზოგმა ქვეყანამ უკვე შესაბამისი სატარიფო რეგულაციების გამოყენება დაიწყო. ასე მაგალითად, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა 2012 წლის 24 სექტემბრიდან იმპორტირებული ხორბალი და ფქვილი დღგ-სგან გაათავისუფლა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა მაროკომაც, სადაც 2013 წლის 1 ოქტომბრიდან რბილი ხორბლის იმპორტზე გადასახადები გაუქმდა. ზემოაღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, სასურველია, ამ მიმართულებით საქართველოშიც იფიქრონ.

სურსათის თვითუზრუნველყოფას განსაზღვრავენ მისი ზოგადი და კერძო კოეფიციენტებით. ზოგადი (Ks) გაიანგარიშება ფორმულით:

Ks = O/A, სადაც:

Ks არის სურსათის თვითუზრუნველყოფის ზოგადი კოეფიციენტი;

O –  საკუთარი წარმოების მოხმარებული პროდუქტების ღირებულება მოცემულ წელს;

A  – სულ მოხმარებული პროდუქტის წლიური ღირებულება.

თვითუზრუნველყოფის კერძო კოეფიციენტი იანგარიშება ცალკეული პროდუქტის მიხედვით, ღირებულებით გამოხატულებაში. მისი ზღვრული სიდიდე კვების ცალკეული პროდუქტებისათვისაც ზემოაღნიშნული ფორმულით გაითვლება. ამათუ იმ რეგიონისთვის შეიძლება შემოღებულ იქნეს დამატებითი მაჩვენებელი – სასურსათო დამოუკიდებლობის კოეფიციენტი (Kr):

Kr = Or/Ar, სადაც:

Kr  რეგიონის სასურსათო დამოუკიდებლობის კოეფიციენტია;

Or – სურსათის ღირებულება, რომელიც თვითმმართველობისა და ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების მიერ შეისყიდება მოცემულ წელს;

Ar – რეგიონში მოხმარებული პროდუქტების წლიური ღირებულება.

სასურსათო დამოკიდებულება ჩვენ შევაფასეთ კვების 8 ძირითადი პროდუქტის (პოზიციის) მიხედვით (ცხრილი 5) იმპორტის სიდიდის შეფარდებით მოცემული პროდუქტის საერთო მოთხოვნილებასთან. თუ კრიტიკულ დონედ მივიღებთ იმპორტზე დამოკიდებულების 50%-იან ზღვარს, შეიძლება დავასკვნათ, რომ, კარტოფილის და ხორცის გამოკლებით, საქართველო დიდნაწილადაა დამოკიდებული საზღვრებს გარედან სურსათის შემოტანაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ისეთი პოზიციები, როგორიცაა მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, რძე და რძის პროდუქტები.

სამამულოს ასოფლო-სამეურნეო საქონელ მწარმოებლის დაცვა

სასურსათო დამოკიდებულების დონის შემცირება მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარი აგრარული სექტორის აღდგენასა და განვითარებაზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსახლეობის უზრუნველყოფას სურსათით, სამამულო სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლის დაცვას. ჩვენთან ყველა ეს პროცესი ბაზრის სტიქიურ ძალებზეა მინდობილ-მინებებული. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო მეტ სასურსათო დამოკიდებულებამდე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბევრი დარგის სრულ დაცემამდე. სასურსათო საქონელზე მსოფლიო ფასების ზრდის ზოგადმა ტენდენციამ და სურსათზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზმა შეიძლება ქვეყნის მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს.

დაცვის ზღვრული სიდიდეები უნდა ითვალისწინებდეს რენტაბელობის გარკვეულ დონეს ადგილობრივ საქონელმწარმოებლებისათვის, ვთქვათ, 15-20%-ის დონეზე. სახელმწიფო ადგილობრივ მწარმოებელს იაფი იმპორტული პროდუქციისაგან არა პროტექციონისტული სატარიფო და არასატარიფო ბარიერებით/ღონისძიებებით უნდა იცავდეს, არამედ ეკონომიკური სტიმულირებით.

ერთ-ერთი ასეთი ეკონომიკური მეთოდია სურსათის სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც ამყარებს ლარის კურსს, ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლად დასაქმების ზრდას და ქვეყნის სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ამიტომ საჭიროა ამ პროცესის საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო მმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული სურსათის სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანია.

სურსათის სახელმწიფო შესყიდვების შედეგად საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ადგილობრივ ბაზარზე, რაც, ექსპერტული გათვლებით, ზრდის ფულის ბრუნვას დაახლოებით 6–15-ჯერ და ამით „ფართო ფულის“ (M2), ანუ მიმოქცევაში ნაღდი ფულადი მასის შემცირებას იწვევს.

საქართველოს მთავრობამ, გასული წლის შემოდგომაზე, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - პრეზენტაციისას, ხაზი გაუსვა ადგილობრივი სურსათის წარმოების და შესყიდვის მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 46 მილიონი ლარით, საიდანაც 30 მილიონი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას (იხ. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის   - აწარმოე საქართველოში პრეზენტაციას დაესწრო. http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=380&info_id=4235).

საკვები პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა - ეს არ ნიშნავს მხოლოდ ხელსაყრელი ფასის მიხედვით პროდუქტის საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეძენას. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ხარისხს, შენახვის ვადას, მის რეალურ საზოგადოებრივ საჭიროებას და სარგებლობას. დღეს ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესყიდვა ემსგავსება ბრძოლას გადარჩენისთვის. მომხმარებელი აწყდება მთელ რიგ საფრთხეებს: საკვები დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, პესტიციდები, გამაფხვიერებლები და სხვა), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, სასუქების სიჭარბე, სხვადასხვა დაავადებები და დეფექტები, ვადის გასვლა, არასწორი ტრანსპორტირების და შენახვის პირობის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები, დასასრული, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა დისტრიბუტორის, მწარმოებლის ან გამყიდველის მხრიდან. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, იმპორტირებული პროდუქცია ვერ იქნება ახალი და თუკი ისინი ასეთად გამოიყურებიან, ეს საკვები დანამატების ჭარბ რაოდენობაზე უნდა მიანიშნებდეს.

სახელმწიფო შესყიდვების ხვედრითი წილი ბოლო წლებში საქართველოს მშპ-ში 10%-ის ფარგლებშია. თუ 2012 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 2.771 მლრდ ლარი შეადგინა, 2013 წელს იგივე მაჩვენებელი 2.791 მლრდ ლარი, ხოლო 2014 წელს  2.876 მლრდ ლარი იყო. ამასთან, 2014 წ. ივლისში - 2015 წლის აპრილში საქართველოში გან-ხორციელდა მხოლოდ 55.7 მლნ ლარის სურსათის (მთელი შესყიდვების 1.92%) სახელმწიფო შესყიდვა.

ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიერ სურსათის ზოგიერთი სახეობა მთლიანად ადგილობრივ წარ-მოებაზე მოდის. კერძოდ, ნატურალური თაფლი (32030 კგ), კვერცხი (4614822 ცალი), ფარში (2732.6 კგ), ცხვრის ხორცი (45.5 კგ), კურდღლის ხორცი (262.5 კგ), მურაბები და ჯემები (25069 კგ), რძე (472850.7 ლიტრი), ხორბლის და სიმინდის ფქვილი (578820 კგ), ხორცის მზა ნაწარმი (277332 კგ), ღორის ხორცი (227000.5 კგ), ციტრუსები (113672 კგ), ყველი (129636.03 კგ) და ა.შ.

ამასთან, შესყიდული სურსათის ნაწილი წარმოებულია უცხოეთში. კერძოდ, საქონლისა და ხბოს ხორცის ნაწილი ბრაზილიაში - 13.87%; მარცვლეუ-ლის - 15.88% უკრაინაში; რძის ნაწარმის რუსეთში, უკრაინაში შესაბამისად - 8.96%, 13.43%; მცენარეული ზეთების აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში - შესაბამისად 9.72%, 7.89%, 15.36%; ქათმის ხორცის აშშ-ში, ბრაზილიაში შესაბამისად - 33.77% და 7%; კარაქი და მარგარინი უკრაინაში - 51.88%; მანანის ბურღულის ნაწილი უკრაინაში - 60.88%; ტომატ-პასტა რუსეთში, თურქეთში შესაბამისად - 48.38%, 23.08%; დაკონსერვებული სოკო ჩინეთსა და რუსეთში შესაბამისად - 61.78%, 18.53%; შვრიის ფანტელი უკრაინაში, გერმანიასა და რუსეთში შესაბამისად - 57.00%, 21.94%, 6.97%; რძის ფხვნილი უკრაინასა და ლიტვაში შესაბამისად - 53.43%, 30.76%; თევზი და თევზის პროდუქტები აშშ-ში, კანადაში, ესპანეთსა და ნორვეგიაში შესაბამისად - 26.46%, 7.11%, 5.32%, 10.7%; ბრინჯი ინდოეთში, პაკისტანში, ტაილანდსა და ჩინეთში შესაბამისად - 32.50%, 27.50%, 9.02%, 5.73%.

გაანალიზებული ციფრებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი სურსათის შესყიდვებში არსებობს მნიშვნელოვანი რეზერვები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოში დღეს მოქმედი შესყიდვების პრაქტიკით, სახელმწიფო შემსყიდველს გაცილებით მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მიმწოდებელს. ამ კუთხით დღემდე მიღებულია სულ რამდენიმე პრაქტიკული გადაწყვეტილება, მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ლარის კურსის რყევის გამო, სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ.

ამავდროულად, თანამედროვე ინდუსტრიულ სახელმწიფოებში ადგილობრივი სურსათის მიმწოდებლებისათვის არსებობს სახელმწიფო შესყიდვებში დამხმარე რეგულაციების ორგვარი „ჯგუფი“, რომლებიც სურსათის მცირე და საშუალო მიმწოდებელთა ბიზნესაქტივობებს ასტიმულირებს: 

– ერთი „ჯგუფი“ (მაგალითად, აშშ-ს ჩრდილო აღმოსავლეთის რეგიონის, ნიუ-ინგლანდის 6 შტატში) აწესებს სხვა შტატებიდან შემოტანილ, ან იმპორ-ტულთან შედარებით, ადგილობრივი სურსათის შესყიდვის უპირატესობას. ე. ი. სურსათის მიმწოდებლებისგან აშშ-ს ფედერალური, შტატის და მუნიციპალური (საგრაფოს) ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ შესყიდვების უპირატესობა დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტით. კერძოდ, კანონმდებლობა სახელმ-წიფო უწყებებს, ორგანიზაცია-დაწესებულებებს, ავალდებულებს, შეისყიდონ ადგილობრივ (მოცემული შტატის) მიმწოდებელთა კვების პროდუქტები თუ მათი ღირებულება 10%-ზე მეტად არ აღემატება შტატის ფარგლებს გარეთ შესაძენი სურსათის ფასს (Massachusetts’ local procurement law sets a preference that requires state agencies to purchase in-state food products if they are not more than 10% more expensive than out-of-state food products. http://www.chlpi.org/wp-content/uploads/2013/12/Local-Procurement-Handout_FINAL_WEBRIENDLY.pdf).

– სურსათის შესყიდვების შესახებ მეორე „ჯგუფის“ რეგულაციები ად¬გენს „სამიზნე“ სურსათის პარტიებს, რომლებიც შეძენილი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მიმწოდებლებისგან. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია, რამ-დენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები დაავალდებულოს, რომ 2020 წლისთვის შესყიდული სურსათის რომელიმე კონკრეტული სახეობის, ვთქვათ 20%, მხოლოდ ადგილობრივ ფერმებსა და მეურნეობებში იქნეს შეძენილი (Illinois’ local procurement law sets a target that, by 2020, 20% of all food and food products purchased by state agencies and universities shall be local farm or food products http://www.chlpi.org/wp-content/uploads/2013/12/Local-Procurement-Handout_FINAL_WEB-FRIENDLY.pdf). სხვათა შორის, ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, 2014 წლის შემოდგომაზე, რფ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემოღებულ იქნა ქვეყანაში სურსათის იმპორტის შეზღუდვა დასავლეთის ქვეყნებიდან და პრეფერენციები საბაჟო კავშირის (CU) ტერიტორიაზე  წარმოებული სურსათის შესყიდვაზე (Минсельхоз предложил запретить госзакупки импортных продуктов. 23 октября 2014.  http://lenta.ru/news/2014/10/23/embargo/).

აღსანისნავია, რომ საერთო პრეფერენციები ზოგიერთი სახეობის სურ-სათის შესყიდვებზე მთელი ნიუ-ინგლანდის რეგიონის, ანუ ექვსივე შტატის მიმწოდებლებისთვისაც არის დაწესებული. ფაქტობრივად, შესყიდვების იერარქიაში რეგიონის რომელიმე მუნიციპალიტეტის (საგრაფოს) სურსათის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე შტატისას; შტატის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე რეგიონისას; ხოლო რეგიონის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ქვეყნის რომელიმე სხვა კუთხის მიმწოდებელს ან იმპორტიორს.

დღეს აშშ-ს ოცდაჩვიდმეტ შტატს უკვე აქვს გარკვეული ფორმის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოითხოვს ან ხელს უწყობს ადგილობრივი სურსათის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას. ეს კანონები განსხვავებულია შტატების მიხედვით; ზოგი ვრცელდება კონკრეტულად სურსათზე, სხვები ვრცელდება ზოგადად ადგილობრივ პროდუქციასა და მომსახურებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია, დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ ინიციატივებზე, რათა:

– შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომლითაც დადგინდება ადგილობრივი და „სამიზნე“ სურსათის შესყიდვების უპირატესობა;

– ნორმატიული აქტით დადგინდეს „სამიზნე“ სურსათის პარტიები (სა-ხეობები), რომელიც, 2020 წლისთვის, შეძენილი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მიმწოდებლებისგან;

– მთავრობამ დაიწყოს მუშაობა ვებ-დირექტორიის შესაქმნელად, სადაც ფერმერებს და დისტრიბუტორებს მიეწოდებათ საკონტაქტო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებში არსებული სურსათის შემსყიდველების შესახებ;

– ადგილობრივი სურსათის მიმწოდებლებს უნდა გაეხსნათ მიზნობრივი საკრედიტო ანგარიშები, რაც დააჩქარებს მიმწოდებელი წვრილი და საშუალო ფერმერების დროულ დაკრედიტებას; 

– მოხდეს სურსათის აგრეგატორების – „ჰაბების“ შექმნა. მათში გაერ¬თიან-დეს წვრილი და საშუალო მიმწოდებელი ფერმერები. აგრეგატორები გამოვლენ დისტრიბუტორების როლში, რომლებიც აგროვებენ ადგილობრივ სურსათს სახელმწიფოს შემსყიდველებისთვის.

სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელთა სისტემა ასახავს მისი გლობა-ლური ასპექტებით დახასიათებას, აგრეთვე ცალკეული სახელმწიფოსა და რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების დონის განსაზღვრას. დღეს საერთა¬შორისო სასურსათო უსაფრთხოების შესაფასებლად იყენებენ მაჩვენებლებს, რომლებიც დაამუშავეს FAO-ს ექსპერტებმა:

–  მარცვლეულის შემდეგი წლის მოსავლის მიღებამდე გარდამავალი მსოფლიო მარაგების მოცულობა;

–  მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების დონე.

მარცვეულის გარდამავალი მარაგების ოდენობა გაიანგარიშება მსოფ¬ლიო მოხმარების მიხედვით დღეებში ან მოხმარებისადმი პროცენტებში. ამას¬თან, მიღებულია, რომ გარდამავალი მარაგების დონე არ უნდა იყოს მსოფლიო მარცვლეულის მოხმარების 60 დღეზე ნაკლები მოცულობის.

აღნიშნული მაჩვენებლები წარმოდგენას იძლევა მხოლოდ სურსათის საკმარისობის შესახებ და არის სასურსათო უსაფრთხოების უკიდურესად ზოგადი დახასიათება, რამდენადაც მათი დახმარებით შეუძლებელია განისაზღვროს, თუ როგორ დონეზე ხდება სასურსათო უსაფრთხოების ისეთი ძირითადი ფუნქციის რეალიზება, როგორიცაა ადამიანის ფიზიოლოგიური გადარჩენის, მისი სრულფასოვანი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. არ შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც მარცვლეულის სამოცდღიანი მსოფლიო მარაგის არსებობის პირობებშიც კი, 800 მლნ ადამიანი მთელ მსოფლიოში არ იღებს თავისი ძირითადი სასურსათო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის სა¬ჭირო კვების პროდუქტებს. FAO-ს არაერთ დეკლარაციაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება შიმშილის არსებობის გამო, რომელიც ასეთი მასშტაბურობით წარმოადგენს საფრთხეს როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე მსოფლიო თანამეგობრობის სტაბილურობისათვის.

სასურსათო უსაფრთხოების დონის შესაფასებლად, როგორც აღნიშნული იყო, ზღვრული სიდიდეებია სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლები. ზემოთ განხილულ შემთხვევაში ასეთად გვევლინება მარცვლეულის სამოცდღიანი მსოფლიო მარაგი. მსოფლიო მარცვლეულის მარაგის მის ზღვრული სიდიდისაგან გადახრის დონე ახასიათებს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხ¬ოების დონეს (მდგომარეობას).

მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების მაჩვენებლის გამოყენება შეიძლება სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების დახასიათებისთვისაც. ამ მაჩვენებელთან ერთად უნდა გამოვიყენოთ მაჩვენებელთა ისეთი სისტემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების შესაფასებლად. სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების ფორ-მალიზაციის საფუძვლად გამოყენებულია მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტების მოთხოვნები. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი მოთხვნაა სურსათის მოხმარების საკმარისობა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს საკმარისობის ზოგადი კოეფიციენტების საშუალებით. საკმარისობის ზოგადი კოეფიციენტი შეიძლება გავიანგარიშოთ ღირებულებით (K საკმ. 1) და ნატურალურ (K საკმ. 2) სახით:

 

საკმარისობის კერძო კოეფიციენტები იანგარიშება იმ ძირითადი საკვები პროდუქტების მიხედვით, რომლებსაც გააჩნია ყველაზე მეტი ენერგეტიკული ფასეულობა. ამ კოეფიციენტების გაანგარიშება საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ არა მარტო ძირითადი პროდუქტების საკმარისობა, არამედ მოსახ¬ლეობის კვების ხარისხიც, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის. საკმარისობის ზოგადი და კერძო კოეფიციენტების გაანგარიშებისა და ანალიზის დროს აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სოფლის მოსახლეობის მიერ საკუთარ მეურნეობებში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოხმარება, ნატურით შრომის ანაზღაურება და ა.შ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება საჭიროა იმის გასარკვევად, თუ რამდენად იღებს სასაქონლო სახეს საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია. ამიტომ მართებული იქნება, საკმარისობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე განვსაზღვროთ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისათვის. აუცილებელია აგრეთვე მხედველობაში იქნეს მიღებული ქალაქელების მიერ საკუთარ სააგარაკო ნაკვეთებში მოწეული პროდუქცია.

სურსათის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის (ზოგადისა და კერძოს) საშუალებით. ხელმისაწვდომობის ზოგადი კოეფიციენტი K ხელ. იანგარიშება ფორმულით:

  

ამ ფორმულაში W დიფერენციაციის კერძო კოეფიციენტია. კერძოდ, ის გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების შემოსავლების ჩამოყალიბებული დიფერენციაციის გამო, აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება შეივსოს ხელმისაწვდომობის მთელი რიგი კერძო კოეფიციენტებით, რომლებიც გაიანგარიშება განსხვავებულშემოსავლიანი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით.

სასურსათო უსაფრთხოების სრული სურათის შესაქმნელად შემოვიტანოთ ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ზღვრული სიდიდეები. ამასთან, გამოვ¬ყოფთ ამ ზღვარის ზედა და ქვედა (კრიზისულ) საზღვრებს. პირველ შემთხვე¬ვაში (ზედა), ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის გაანგარიშებაში ზღვრულ სიდიდეებს წარმოადგენს კვების რაციონის სამედიცინო ნორმები და მისი შესაბამისი კკალ-ების რაოდენობა, ხოლო ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის გაანგარიშებისას _ სასურსათო კალათის ღირებულება, რომელიც უზრუნველ¬ყოფს მოსახლეობის აქტიურსა და ჯანსაღ ცხოვრებას, ანუ ესაა K საკმ. 1–სა და  K ხელ.  სხვაობა: (1) – (3).  ქვედა საზღვარი - ესაა შიმშილობის საზღვარი. ჩვენ მიერ კრიზიულად მიჩნეულია (FAO-ს კლასიფიკაციის თანახმად) დღე-ღამური რაციონი 2150 კკალ - სურსათით უზრუნველყოფის საკმარისობის მაჩვენებლის ზღვრული სიდიდე.

რაც შეეხება სურსათის ხელმისაწვდომობას, ამ მაჩვენებლის ზღვრული (კრიზისული) სიდიდე განისაზღვრება დღეღამური რაციონის კვების პროდუქტების ღირებულებითი შეფასებით, გამომდინარე 2150 კკალ დღეში ენერგეტიკული ფასეულობიდან.

საკმარისობის (K საკმ. 2) და ხელმისაწვდომობის კოეფიციენტების (K ხელმ.) ფორმულები, შესაბამისი მაჩვენებლების კრიზისული (ზღვრული) სიდიდეების შემოღების გათვალისწინებით, მიიღებს შემდეგ სახეს:

 

  

სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე განისაზღვრება თვითუზრუნველყოფის ზოგადი და კერძო კოეფიციენტებით. თვითუზრუნველყოფის ზოგადი კოეფიციენტი (თვით.) გაიანგარიშება ფორმულით:

 

თვითუზრუნველყოფის კერძო კოეფიციენტები იანგარიშება ცალკეული პროდუქტის მიხედვით ნატურალურ და ღირებულებით გამოხატულებაში. აღნიშნული მაჩვენებლების ზღვრული სიდიდე განისაზღვრება კონკრეტულად ცალკეული ძირითადი კვების პროდუქტის სახეობისათვის. რეგიონებისათვის შეიძლება შემოღებულ იქნეს დამატებითი მაჩვენებელი - სასურსათო უზრუნ-ველყოფის დამოუკიდებლობის კოეფიციენტი:

 

სამამულო სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლის დაცულობის ხარისხის განსაზღვრისათვის შემოგვაქვს დამღუპველი კონკურენციის მაჩვენებელი: 

აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელი ხარჯების სახითაა წარმოდგენილი, რადგანაც ადგილობრივ საწარმოებში წარმოებული პროდუქტების საბაზრო ღირებულება ყოველთვის არ ასახავს მათ ჭეშმარიტ კონკურენტუნარიანობას. დამღუპველი კონკურენციის კოეფიციენტის ზღვრული სიდიდე უნდა ითვალისწინებდეს რენტაბელობის გარკვეულ დონეს შესაბამისი პროდუქციის სახეების დოტაციის გათვალისწინებით. თუკი რენტაბელობის დონედ მივიჩნევთ 15-20%-ს, მაშინ დამღუპველი კონკურენციის კოეფიციენტის ზღვრული სიდიდე შეადგენს არაუმეტეს 0,75-ს.

ლიტერატურაში ასევე ცნობილია ნომინალური დაცულობის კოეფიციენტი, რომელიც ტოლია სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გათვალისწინებით გაანგარიშებული შინაგანი ფასების შეფარდებისა მსოფლიო ფასებთან. თუმცა, დაცულობის საერთო სურათის წარმოდგენისას აღნიშნული მაჩვენებელი არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტული პოზიციების (პროდუქტების სახეობების) დაცულობის შესახებ, რაც, ბუნებრივია, ართულებს სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის შესაბამისი დარგების დაცვის სტრატეგიის შემუშავებას. ამ თვალსაზრისით, შემოთავაზებული დამღუპველი კონკურენციის მაჩვენებელი უფრო მისაღებია.

ქვეყნისა და ცალკეული რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების შეფასება უნდა ხორციელდებოდეს ზემოთ განხილული მაჩვენებლების მთელი სისტემის გამოყენებით, რომლებიც საშუალებას იძლევა არა მარტო უშუალოდ განისაზღვროს სასურსათო უსაფრთხოების დონის შემცირება ან გადიდება, არა¬მედ გაირკვეს სურსათით უზრუნველყოფის, და აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის დამუშავებისა და რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები.

საქართველოსსასურსათოუსაფრთხოებათანამედროვეეტაპზე

ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შეფასების დონე დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული ინფორმაციის ჭეშმარიტებას ეხება. ამ მხრივ ჩვენში ყველაზე დიდ ეჭვს იწვევს კვების პროდუქტების მოსახლეობის მიერ ფაქტობრივი მოხმარების მონაცემები. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით, ყველის მოხმარებამ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგინა 26,4 კგ, რაც ერთი თვის რაციონზე გადაანგარიშებით შეადგენს 2,2 კგ-ს, ეს კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ქვეყნის თითოეული მცხოვრები მხოლოდ აღნიშნულ პროდუქტზე უნდა ხარჯავდეს დაახლოებით 20 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილული გარემოება ჩვენ მიერ ჩატარებული გაანგარიშებების გარკვეული დონის სიზუსტეს განაპირობებს, მათი შედეგები შეიძლება საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასების სრულიად მისაღებ ორიენტირად იქნეს მიღებული.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდიკის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოების დონის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია სურსათის საკმარისობის კოეფიციენტი, რომელიც იანგარიშება როგორც ღირებულებით გამოხატულებაში (K საკმ. 1), ისე, როგორც კვების პროდუქტების დღეღამური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა (K საკმ. 2):

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტ¬როს მონაცემებით, დღეღამური კვების რაციონის ენერეგტიკული ფასეულობა მოხმარების რაციონალური ნორმების მიხედვით, შეადგენს 2513 კკალ-ს (ცხრილი 2).

კვების დღეღამური რაციონის ეს დადგენილი ენერგეტიკული ფასეულობა შეესაბამება რუსი მეცნიერების მიერ გაანგარიშებული (2500-3500 კკალ დღეში) დიაპაზონის ქვედა ზღვარს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის საშუალო ნორმალურ სიცოცხლისუნარიანობას და რამდენადმე მაღალია იმ კრიტიკულ ზღვარზე, რომელიც დაადგინეს FAO-ს ექსპერტებმა (2150 კკალ. დღე).

კვების დღეღამური რაციონის ფაქტობრივი ენერგეტიკული ფასეულობის დასადგენად ჩავატარეთ გარკვეული გაანგარიშებები ამ საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის მიერ კვების პროდუქტების ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (ცხრილი 2). გაანგარიშების თანახმად, ფაქტობრივი კვების დღეღამური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა შეადგენდა 2980,7 კკალ დღე-ს. ამრიგად, საკმარისობის კოეფიციენტის სიდიდე K საკმ. 2 ტოლია 1,18-ის: K საკმ.2 = 2980,7/2513.

მიღებული შედეგები, ერთი შეხედვით, პარადოქსულია: ყველასათვის კარგად ცნობილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში კვების ფაქტობრივი რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა მეტია იმაზე, რომელიც განსაზღვრულია მოხმარების რაციონალური ნორმებით?!

ამ სიტუაციაში გასარკვევად ჩავატარეთ კვების რაციონის ანალიზი მისი ქიმიური შემადგენლობის (ცხრილი 4), აგრეთვე ენერგეტიკული ფასეულობის თვალსაზრისით, კვების რაციონის სტრუქტურის მიხედვით (ცხრილი 3). ანალიზმა გვიჩვენა, რომ კკალების ენერგეტიკული ფასეულობის დაახლოებით 60% კვების ფაქტობრივ რაციონში მოდის პროდუქტების ოთხ სახეობაზე: ხორბლის პურზე, ხორბლის ფქვილზე, მცენარეულ ზეთსა და შაქარზე, პროდუქტების ამავე სახეობებზე მოხმარების რაციონალური ნორმები გამოყოფს მხოლოდ 47%-ს. ორგანიზმის ზრდა განვითარებისათვის, ნივთიერებათა ცვლისათვის ადამიანს ესაჭიროება ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც კვების სხვადასხვა პროდუქტებშია თავმოყრილი. სპეციალისტების აზრით, ყველაზე უფრო მთავარი და შეუცვლელი ამ პროდუქტებიდან არის რძის, ხორცის, პურის პროდუქტები და კარტოფილი, ცხიმები და შაქარი.

ეს პროდუქტები უზრუნველყოფს არა მარტო საკმარის კალორიულობას, არამედ ადამიანისთვის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს ის, რომ რძისა და ხორცის პროდუქტების ხვედრითი წონა მოხმარების რაციონალური ნორმების მიხედვით შეადგენს 27,5%-ს, ხოლო ფაქტობრივი რაციონის მიხედვით - 21%-ს, აქედან 8,0% მოდის ყველზე. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, კვების ფაქტობრივ რაციონს აკლია ისეთი არსებითი კომპონენტი, როგორიცაა ცილები: კვების თვიურ (ფაქტობრივ) რაციონში ცილები 572 გრამით ნაკლებია, ვიდრე ეს ნორმებითაა გათვალისწინებული (ცხრილი 3).

კვების ფაქტობრივი რაციონის სტრუქტურა დიდადაა განპირობებული მოსახლეობის საერთო შემოსავლების დაბალი დონით და მისი მატერიალური მდგომარეობით. მიუხედავად მეტი კალორიულობისა, ფაქტობრივი თვიური რა-ციონის (48 ლარი) ღირებულება თითქმის ორჯერ იაფია იმაზე, რასაც მოხმარების რაციონალური ნორმები გულისხმობს (95,3 ლარი). სურსათის საკმარი-სობის კოეფიციენტი მის ღირებულებით გამოხატულებაში K საკმ. 1 ტოლია 0,50 (48 შეფარდებული 95,3)-ისა. K საკმ. 1-ის აღნიშნული სიდიდე მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით მიიღოს ყველა აუცილებელი (მოხმარების რაციონალური ნორმების თანახმად) კვების პრო-დუქტი და მათში შემავალი ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერება, რადგან ეს პროდუქტები, როგორც წესი, მაღალფასიანთა კატეგორიას განეკუთვნება.

სურსათის საკმარისობის შეფასებისას აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში მოხმარებული კვების პროდუქტების რაოდენობა აღწევს 960 კვ-ს მაშინ, როცა საქართველოში ფაქტობრივი მოხმარება არ აღემატება 640 კგ-ს. თუ პროდუქტების ნუსხიდან ამოვიღებთ კარტოფილსა და პურს, მაშინ საქართველოში კვე¬ბის პროდუქტების მოხმარების დონე შეადგენს 456 კგ-ს მაშინ, როცა მოწინავე ქვეყნებში ეს სიდიდე 741 კგ-ია. 1989 წელთან შედარებით ხდება მოხმარებული კვების პროდუქტების მოცულობის შემცირება. ამასთან, ყველაზე მეტად მოხ-მარების შემცირება ეხება ცილებისა და ვიტამინების შემცველ პროდუქტებს. კვების ამგვარი დონის და სტრუქტურის პირობებში იწყება მოსახლეობის დეგრადაცია გენოფონდის გაუარესების, დაავადებების დონის ამაღლების გამო. მოხმარებული პროდუქტების რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით ნეგატი-ურად აისახება მოზარდ თაობაზე. ბავშვებში ტუბერკულოზით დაავადების კატასტროფული ზრდა არის ზემოაღნიშნული მდგომარეობის სამწუხარო დას-ტური.

ყველაზე საგანგაშოა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების ფაქტები გახშირდა. ამაზე ბოლო თვეების სტატისტიკაც მეტყველებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ხშირად მოზარდები ამთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

გლობალური მასშტაბით, თვითმკვლელობების, ანუ სუიციდის, გახშირების მთავარ მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება: ფსიქიკური აშლილობა, ფინანსური პრობლემები, ალკოჰოლის/ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ქრონიკული დაავადებები. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცე¬მებით, მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი, ანუ წელიწადში 800 ათასი ადამიანი, იკლავს თავს. უახლესი სამეცნიერო დასკვნებით, თვითმკვლელობების ორი მესამედი იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც მოსახლეობის შემოსავლები საშუალო ან დაბალ დონეზეა. მეცნიერთა დასკვნით, თვითმკვლელობის შესაძლებლობას ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე დაბალი წვდომა.

ქართული გამოცემა „კომერსანტი“ 2015 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკა-ციაში „მოზარდთა თვითმკვლელობების ფაქტები ეპიდემიის სახეს იღებს“ მიუთითებს, რომ თვითმკვლელობების ზრდის შეჩერება მოახერხა ევროკავშირის სამმა ქვეყანამ - შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ, რასაც ფსიქოლოგები ამ სახელმწიფოების მთავრობების მიერ, დროულად გატარებული სოციალური პროგრამებით ხსნიან. თუმცა, ამ ფონზე საინტერესოა, რომ ჩვენი მოძიებული ინფორმაციით, სუიციდის პრობლემა სოციალურად სტაბილურ იაპონიაშიცაა გახშირებული, რომლის მთავრობაც სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მასთან ბრძოლას. მაგრამ, ფსიქოლოგები იაპონიაში თვითმკვლელობების მაღალ მაჩვენებელს არა სოციალური პირობებით, არამედ ისტორიული ტრადიციით – „ჰარაკირით“ განმარტავენ.

სუიციდის სიტუაციურ ფაქტორებს შორის სულ უფრო ხშირად ასახე-ლებენ ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის, საკვების საკმარისობასა და ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, თანამედროვე ფსიქოლოგიურ გამოკვლევებში თვითმკვლელობების პრობლემას ხშირად სასურსათო უსაფრთხოებით – სურსათის საკმარისობის, ხელმისაწვდომობის, იმპორტზე ზედმეტად დამოკი-დებულებისა და ეკოლოგიურად სუფთა სურსათის არასაკმარისი ხვედრითი წილის მაჩვენებლებით ხსნიან. ამავე დროს უნდა აღინიშნის, რომ ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად აღრეულია ცნებები. კერძოდ, სასურსათო უსაფრთხოებას (Food Safety), ანუ  სურსათის საკმარისობას, ხელმისაწვდომობას, იმპორტზე დამოკიდებულებას – სამამულო მწარმოებლის დაცვას, აიგივებენ სურსათის უვნებლობასთან (Food Safety), ანუ პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავესთან.

სასურსათო უსაფრთხოების დონის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია სურსათის ხელმისაწვდომობის კოეფიციენტი:

გაანგარიშების თანახმად, ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის სიდიდე ტოლია 0,5-ის (47,52 შეფარდებული 95,3–თან). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობას არ შეუძლია მთელი თავისი შემოსავალები დახარჯოს სურ¬სათის შესაძენად (ექსპერტების გაანგარიშებით სურსათზე იხარჯება შემოსავლების 60-70%), მაშინ ამ მაჩვენებლის სიდიდე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება და არ აღემატება 0,35-ს (33,2 შეფარდებული 95,3-თან), ანუ იქნება კრიტიკულად დასაშვები ზღვარის დაბლა. ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ორიენტირებულია სასიცოცხლო მინიმუმზე, რომლის საფუძვლად გვევლინება მოხმარების რაციონალური ნორმები. მაგრამ, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, კვების ფაქტობრივი რაციონი თავისი სტრუქტურით მნიშვნელოვნად განსხვავდება საჭირო რაციონისაგან და თითქმის ორჯერ უფრო იაფია. თუკი საფუძვლად ავიღებთ კვების „იაფ“ ფაქტობრივ რაციონს, მაშინ პროდუქტების ასეთი ნაკრების ხელმისაწვდომობის დონე რამდენადმე მაღალი იქნება და მიაღწევს 0,69 (33,2 შეფარდებული 48,0-თან). მიღებული შედეგი გვიჩვენებს, რომ ასეთი შედარებით იაფი რაციონიც კი მიუწვდომელია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. თუკი გამოვალთ იმ მოსაზრებიდან, რომ კვების ფაქტობრივი რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა შეადგენს 2980,7 კკალ დღეში, ხოლო ხელმისაწვდომობის დონეა  0,69, მაშინ სრულიად დასაბუთებულად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სურსათის საკმარისობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არის 2056,7 კკალ დღეში დონეზე (2980,7ხ0,69), ანუ იგი FAO-ს ექსპერტების მიერ დადგენილ შიმშილის ზღვარზე იმყოფება.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი გაანგარიშებები გასაშუალებულია და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლები ნაკლებია ქვეყნის საშუალო სულადობრივ მაჩვენებელზე.

დასკვნა

ამრიგად, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება ბევრი მახასიათებ¬ლის მიხედვით კრიტიკულ ზღვარს მიღმა იმყოფება. მიუხედავად კვების ფაქტობრივი რაციონის ენერგეტიკული ფასეულობების შედარებით საკმარისი დონისა, მისი სტრუქტურა საკვები ნივთიერების შემადგენლობის თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს საშუალება, რომ უზრუნველყოს თავი შედარებით „იაფი“ პროდუქტების ნაკრებით და მისი კვების ენერგეტიკული ფასეულობა  შიმშილობის ზღვარზეც კი დაბალია (FAO-ს კლასიფიკაციის მიხედვით). იმის გამო, რომ არ არსებობს აგრარული სფეროსა და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის დარგების განვითარებისა და დაცვის მკვეთრი პოლიტიკური ნება, სასურსათო დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო უარესდება.

 ცხრილი 1

საქართველო და სომხეთის შედარება სურსათის წარმოებაში 2014 წელს (ათ.ტ)

სურსათის სახე

საქართველო

სომხეთი

სხვაობა

კარტოფილი

196

691

-495

ხორბალი

52

340

-312

მარცვლეული მთლიანად

412

591

-179

ბოსტნეული

187

245

-58

ხილი და ციტრუსები

329

336

-7

ყურძენი

226

258

-32

ხორცი

49

165

-116

რძე

633

718

-85

კვერცხი (ათასი ცალი)

522

640

-118

წყარო: http://bpi.ge/index.php/saqartvelo-somkhetze-nakleb-sasoflo-sameurneo-roduqcias-warmoebs/

 ცხრილი 2

შრომისუნარიანი მამაკაცის ძირითადი საკვებნივთიერებების წლიური მოთხოვნილება

 

 

სამომხმარებლო ფასეულობის დასახელება

წლიური მოხმარების ნორმა (კგ)

პროდუქციის ერთეულის კალორიულობა (კკალ)

მთლიანი პროდუქციის (კკალ)

ქიმიური შემადგენლობა

ცილები (გრ)

ცხიმები (გრ)

ნახშირწყლები (გრ)

 

1

2

3

4

5

6

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

12

13

14

15

16

 

 

17

18

 

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

 

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

ხორბლის პური

ჭვავის პური

ხორბლის ფქვილი

სიმინდის ფქვილი

მაკარონის ნაწარმი

ბრინჯი

რძე მოუხდელი

კარაქი

ხაჭო

არაჟანი

ყველი

ხორცი და ხორცპროდუქტები

საქონლის

ღორის

ცხვრის

ფრინველის

ძეხვეული

თევზი და თევზპროდუქტები

ახალი, გაყინული

დამარილებული

ბოსტნეული

კომბოსტო

პამიდორი

კიტრი

ლობიო

სტაფილო

ჭარხალი

ხახვი

ნიორი

მწვანილი

კარტოფილი

ხილი

ყურძენი

ციტრუსები

კურკოვანი

თესლოვანი

კვერცხი (ცალი)

შაქარი

მცენარეული ზეთი

მარგარინი

მარილი

ჩაი

ღვინო

120

10

9

15

6

4

120

4

5

3

9

 

 

22

12

5

12

4

 

 

7

3

 

20

30

15

12

7

6

12

1

27

50

 

10

5

10

36

150

15

6

2

5

1

12

2336

2084

3251

3100

3319

3194

585

6911

1718

2138

3291

 

 

1590

3290

1429

1449

2946

 

 

705

1066

 

214

181

181

309

279

279

275

1360

----

576

 

579

450

400

400

137

3790

8990

7430

----

1090

710

280320

20840

29260

46500

19910

12780

70200

27644

8590

6414

29619

 

 

34980

39480

7145

17388

11784

 

 

4935

3198

 

4280

5430

2715

3708

1953

1674

3300

1360,6

----

28800

 

5790

2250

4000

14400

20550

56850

53940

14860

----

5450

8520

82

56

105

83

108

70

28

7

156

27

230

 

 

140

120

120

102

130

 

 

89

134

 

15

9,3

9,3

223

8,9

8,8

8,9

5

----

14,4

 

5

5

8

4,8

110

0

0

3

----

1000

2

13

11

12

12

16

10

33

760

97

209

255

 

 

114,8

312,2

105,3

115

266,8

 

 

32,3

193

 

0,7

1,5

1,5

17

59,4

0,3

0,3

----

----

2,9

 

2

4

3,5

3,5

10

0

999

920

----

----

----

469

432

680

750

688

707,5

46

11

46

32

0

 

 

0

0

0

0

5,1

 

 

0

0

 

35,4

27,6

27,6

545

9,4

59,3

58,5

212

----

117

 

130

94

83,2

83,1

0,61

998

0

10

1,2

345

2

 ცხრილი 3

კვების პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე და დღე-ღამეში კვების რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა

 

N

კვების პროდუქტები

 

 

პროდუქციის ერთეულის კალორიულობა (კკალ)

წლიური მოხმარების ნორმა (კგ)

ფაქტიური წლიური მოხმარება 1996წ.

დღე-ღამის კვების რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა (რაციონალური ნორმების გათვალისწინებით)

სტრუქტურა %

დღე-ღამის კვების რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა ფაქტობრივი მოხმარების გათვალისწინებით (კკალ)

სტრუქტურა %

 

1

2

3

4

5

6

7

8

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

12

13

14

15

16

 

 

17

18

 

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

 

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

ხორბლის პური

ჭვავის პური

ხორბლის ფქვილი

სიმინდის ფქვილი

მაკარონის ნაწარმი

ბრინჯი

რძე მოუხდელი

კარაქი

ხაჭო

არაჟანი

ყველი

ხორცი და ხორცპროდუქტები

საქონლის

ღორის

ცხვრის

ფრინველის

ძეხვეული

თევზი და თევზპროდუქტები

ახალი, გაყინული

დამარილებული

ბოსტნეული

კომბოსტო

პამიდორი

კიტრი

ლობიო

სტაფილო

ჭარხალი

ხახვი

ნიორი

მწვანილი

კარტოფილი

ხილი

ყურძენი

ციტრუსები

კურკოვანი

თესლოვანი

კვერცხი (ცალი)

შაქარი

მცენარეული ზეთი

მარგარინი

მარილი

ჩაი

ღვინო

2336

2084

3251

3100

3319

3194

585

6911

1718

2138

3291

 

 

1590

3290

1429

1449

2946

 

 

705

1066

 

214

181

181

309

279

279

275

1060

----

567

 

579

450

400

400

137

3790

8990

7430

----

1090

710

120

10

9

15

6

4

120

4

5

3

9

 

 

22

12

5

12

4

 

 

7

3

 

20

30

15

12

7

12

12

1

27

50

 

10

5

10

36

150

15

6

2

5

1

12

 

 

655

კგ

119,2

----

29,3

14,8

1,8

13,1

60,8

4,8

11,5

0,03

26,4

 

 

7,8

7,1

1,2

8,7

2,34

 

 

1,2

1,1

 

15,7

24,8

26,1

12

7,9

12

12

0,96

20

40

 

10,1

6,96

21,96

45

83

38,8

14,6

0,16

----

1,98

12

 

 

2513,9

კკალ

800,5

57,0

80,16

127,38

54,56

35,0

123,3

75,74

23,53

17,57

81,15

 

 

95,83

108,16

19,57

47,64

32,78

 

 

13,52

8,76

 

11,73

14,8

7,43

10,16

5,35

9,17

9,04

2,9

----

78,9

 

15,86

6,16

10,9

39,4

56,3

155,75

147,78

40,71

----

2,98

23,3

 

 

643,2

31,8

2,3

3,2

5,1

2,2

1,4

7,6

3,0

0,95

0,7

3,2

 

 

3,8

4,3

0,8

1,6

1,3

 

 

0,5

0,3

 

0,4

0,6

0,3

0,4

0,2

0,4

0,3

0,1

----

3,1

 

0,6

0,2

0,4

1,5

2,2

6,2

5,9

1,6

----

0,1

0,9

762,88

----

200,97

125,69

16,37

114,63

97,44

90,88

4,12

0,17

238,0

 

 

33,97

64,0

4,7

34,54

18,89

 

 

2,32

3,21

 

9,2

17,29

12,94

10,16

6,0

9,17

9,04

2,9

----

63,12

 

16,02

8,58

24,0

49,3

31,15

402,8

369,6

3,26

----

5,9

23,3

 

 

2980,7

 კკალ

25,6

----

8,7

4,2

0,5

3,8

3,2

3,0

1,8

0,005

8,0

 

 

1,1

2,1

0,1

1,1

0,6

 

 

0,07

0,1

 

0,3

0,4

0,4

0,9

0,2

0,3

0,3

0,09

----

2,1

 

0,5

0,3

0,8

1,6

1,0

13,5

12,0

0,1

----

0,2

0,8

 ცხრილი 4

ერთი თვის კვების რაციონის ქიმიური შემადგენლობა მოხმარების რაციონალური ნორმებით და ფაქტობრივი მოხმარებით

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

17

 

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

კვების პროდუქტები

 

 

 

 

 

 

 

ხორბლის პური

ხორბლის ფქვილი

სიმინდის ფქვილი

მაკარონის ნაწარმი

ბრინჯი

რძე მოუხდელი

კარაქი

ხაჭო

არაჟანი

ყველი

საქონლის ხორცი

ღორის ხორცი

ცხვრის ხორცი

ფრინველის ხორცი

ძეხვეული

ახალი და გაყინული თევზი

დამარილებული და შებოლილი თევზი

კომბოსტო

კიტრი

ლობიო

სტაფილო

ჭარხალი

ხახვი

ნიორი

კარტოფილი

ყურძენი

ციტრუსები

კურკოვანი ხილი

კვერცხი

შაქარი

შაქარი

მცენარეული ზეთი

მარგარინი

სულ

ერთი თვის კვების რაციონი

რაციონის ქიმიური შემადგენლობა ნორმების თანახმათ

კვების რაციონის ქიმიური შემადგენლობა ფაქტობრივი მოხმარებით

ნორმებით

 

 

0,10

0,75

1,25

0,5

0,33

10

0,33

0,42

0,25

0,75

1,83

1,03

1,42

1,0

0,33

 

0,58

 

0,25

1,67

1,25

1,0

0,58

0,5

1,0

0,08

4,27

0,83

0,42

0,83

3,0

1,25

0,5

0,5

0,17

ფაქტიური

 

 

9,93

2,44

1,23

0,15

1,09

5,07

0,4

0,96

0,002

2,2

0,65

0,59

0,1

0,72

0,19

 

0,1

 

0,09

1,31

2,17

1,0

0,66

1,0

0,5

0,08

3,33

0,84

0,58

1,83

4,17

3,23

1,22

1,22

0,01

ცილა

 

 

 

820

78,7

103,7

54

23,1

280

2,3

65,52

6,7

172,5

256,2

120

59,4

102

42,9

 

51,6

 

33,5

25

11,6

223

5,2

4,4

8,9

5,2

60

4,1

2,1

6,6

14,4

1375,6

0

0

0,5

 

4070

ცხიმი

 

 

 

130

9

15

8

3,3

330

25068

40,7

52,2

191,2

210,1

312,2

44,2

115

88,0

 

18,7

 

48,2

1,2

1,9

17

0,2

0,15

0,3

----

12,1

1,6

1,6

2,9

10,5

125

0

499,5

156,4

 

2697

ნახშირწყლები

 

 

4690

510

936,5

344

233,5

460

3,63

19,3

8

0

0

0

0

0

1,7

 

0

 

0

59,1

34,5

545

34,4

29,5

58,5

16,9

488

108

39,5

69,0

249,3

7,6

1247,5

0

1,7

 

10196

ცილა

 

 

 

814,2

256,2

102,9

16,2

76,3

141,9

2,8

150

0,05

506

91

70,8

12,0

73,4

24,7

 

8,9

 

12,1

19,6

20,2

223

5,9

8,8

4,9

5,2

48

4,1

2,9

14,6

20

761,5

0

0

0,03

 

3498

ცხიმი

 

 

 

129,1

29,3

14,76

2,4

10,9

167,3

304

93,1

0,4

561

74,6

184,2

10,5

82,8

50,7

 

3,2

 

17,4

0,9

3,2

17

0,3

0,3

0,15

----

9,6

1,7

2,3

6,4

14,6

69,2

0

1218,8

9,2

 

3090

ნახშირწყლები

 

 

4657,2

1659,2

922,5

103,2

771,2

233,2

4,2

44,2

0,06

0

0

0

0

0

1,0

 

0

 

0

46,4

60

545

39,2

59,3

29,2

16,9

389

108

54,5

152,3

346,5

4,2

3,223

0

0,1

 

13378

                   

 ცხრილი 5

ძირითადი კვების პროდუქტების წარმოების და მოხმარების ბალანსი

 

           

საქართველოს მოთხოვნა

 

წარმოების მოცულობა

აქედან

 

 

 

ადგილობრივი მოხმარება

ექსპორტი

იმპორტი

1 მარცვლეული (ათასი ტ)

2 კარტოფილი (ათასი ტონა)

3 კვერცხი (მლნ ცალი)

4 რძე, რძის პროდუქტები რძეზე გადაყვანილი (ათასი ტ)

5 ყველი (ათასი ტ)

6 შაქრის ფხვნილი (ათასი ტ)

7 მცენარეული ზეთი

8 ხორცი პირველი კატეგორიის სუბპროდუქტების ცათვლით (ათასი ტ)

 

1400

310

660

 

1100

18

155

35

 

 

160

 

150

950

400

 

532

0,4

1,4

4

 

 

108

750

290

----

 

532

0,4

2

4

 

 

108

 

----

60

----

 

----

----

----

----

 

 

----

 

1250

20

260

 

568

17,6

153,6

31

 

 

52

 

გამოყენებულილიტერატურა

1. გოგოხია ს. „როგორია მოზარდთა სუიციდის სტატისტიკა“. http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=.        

2. კორდონიე კ., 2008, ევროკავშირის საექსპორტო ბაზრების მდგომარეობა ქართული აგროპროდუქციის კონკურენტული უპირატესობის რეალიზა-ციისათვის, სამუშაო მასალები, 2010; ვინსენტ ვოლკჰარტი,“ვაჭრობის პოლიტიკა და ქართული ექსპორტი”,  ქართული ეკონომიკის ტრენდი.

3. კოღუაშვილი პ.,  2004, საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. თბილისი. „კოლორი“.

4. მოდებაძე ნ., გარაყანიძე ზ., 1998, სასურსათო უსაფრთხოების ზოგიერ¬თი პრობლემა საქართველოში. თბ.

5. მსოფლიოში სურსათი ძვირდება, სააგენტო ბპნ 04 მაისი 2016.

http://www.bpn.ge/finansebi/22802-msoflioshi-sursathi-dzvirdeba-ra-elis-qarthul-bazars.html?lang=ka-GE;

6. სასურსათო პრობლემიდან-სასურსათო უსაფრთხოებამდე, 2006,  პ. კოღუაშვილი, ჰ. გიორგაძე, ბ. რამიშვილი; [რედ.: გიორგი ზიბზიბაძე, პაატა კოღუაშვილი]; საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველ-ყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში. თეთრუაშვილი ზ., თეთრუაშვილი-ქარდავა მ., თბილისი.

7. ნატროშვილი ნ., კოპალეიშვილი ნ., 2016, სურსათის გაძვირების ახალი ტალღა. „ნეტგაზეთი“, 05 მარტი. http://netgazeti.ge/business/39105/;

8. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში პრეზენტაციას დაესწრო      

http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=380&info_id=4235.

 

9.         ჯელაძე ლ. „ბავშვები საქართველოში კვლავაც ყველაზე ღარიბები არიან“. http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=243;

სიღარიბის ფასი: 1000 დაღუპული ბავშვი წელიწადში. http://www.healthrights.ge/;

10. Римская декларация по всемирной продовольственной безопас­нос­тиАрхивировано из первоисточника 24 марта 2012.

11.Климова Н.В., 2012, Продовольственная безопасность – основа обеспечения экономической безопасности региона ”Фундаментальные исследования”. № 9-1. – С. 214-219URL: http://www.fundamental-research.ru/ru/article/view?id=30206 (дата обращения: 05.04.2016).

12.Ефимов А.Б., 2009, Организационно-экономическе аспекты достижения продо­вольственной безопасности в России. Автореферат диссертации на соискание звания кандидата экономических наук (doc). Архивировано из первоисточника 24 марта 2012.

13.Новоселова Н.Н., 2009,  Управление функциональным развитием региональ­ного зарнопродуктового комплекса. Автореферат диссертации на соискание ученой степены кандидата экономических наук (doc). Архивировано из первоисточника 24 марта 2012.

14.Massachusetts’ local procurement law sets a preference that requires state agencies to purchase in-state food products if they are not more than 10% more expensive than out-of-state food products. http://www.chlpi.org/wp-content/uploads/2013/12/Local-Procurement-Handout_FINAL_WEBRIENDLY.pdf.

15.Illinois’ local procurement law sets a target that, by 2020, 20% of all food and food products purchased by state agencies and universities shall be local farm or food products http://www.chlpi.org/wp-content/uploads/2013/12/Local-Procurement-Handout_FINAL_WEB-FRIENDLY.pdf;

16. Минсельхоз предложил запретить госзакупки импортных продуктов. 23 октября 2014.  http://lenta.ru/news/2014/10/23/embargo/.